"ვფიქრობ, რომ "იუვენტუსმა" უკვე გააფორმა კონტრაქტი რობინ ვან პერსისთან. უბრალოდ, დოკუმენტი ჯერჯერობით ნოტარიულად არ არის დამოწმებული. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჰოლანდიელი 80 პროცენტით მალე "ბებერი ქალბატონის" მოთამაშე გახდება.
ტურინში ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდის ყოლა სურთ. ამისთვის კი მსოფლიო კლასის ფორვარდი სჭირდებათ. ჯეკო? "ბიანკონერისთვის" ეს ალბათ შეუსაბამო ვარიანტია", - თქვა პარიზიმ.