მიუხედავად ამისა, "ნერაძურის" პრეზიდენტი მასიმო მორატი კვლავინდებურად მილანური კლუბის უმსხვილეს აქციონერად რჩება.
აზიელებს საერთო წილიდან 20 პროცენტი ექნებათ, რომელიც 200 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ასეთი ნაბიჯი "ინტერში" იმიტომ გადადგეს, რომ ახალი სტადიონის მშენებლობისთვის სახსრები მოეპოვებინათ. ახალი სტადიონის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტით ჩინური კომპანია იქნება დაკავებული.
მომზადებულია China Railway Construction-ის მიხედვით