ტურინის "იუვენტუსის" ბოიკოტი მასმედიას

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან ტურინული გრანდი ბოიკოტს უცხადებს მასმედიას და ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს ჟურნალისტებთან.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გაცხადებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალს და ანტონიო კონტეს სამთვიან დისკვალიფიკაციას მოჰყვა...

საქმე იმაშია, რომ ჟურნალისტთა გარკვეულმა ნაწილმა კონტეს დისკვალიფიკაცია გაამართლა და მას სამართლიანი უწოდა - არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასმედიამ "იუვეს" ზურგი მაშინაც აქცია, როდესაც ტურინელებმა მაისურზე 30 მოგებული სკუდეტოს ნიშნად სამი ვარსკვლავი დაიხატეს.

მაშინ სწორედ ჟურნალისტებმა გააცხადეს წინასწარ ტურინელთა ჩანაფიქრი და ფედერკალჩოს
რისხვაც განაპირობეს.

მოკლედ, ჟურნალისტებმა ტურინელებს რამდენჯერმე გაუწიეს დათვური სამსახური და ეს ბოიკოტიც, სავარაუდოდ, ამან განაპირობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული