ზდენეკ ზემანი: ხარისხი და არა რაოდენობა

AutoSharing Option
როდესაც "რომას" მეპატრონე იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტო გახდა, ყველამ ჩათვალა, რომ "ჯალოროსი" სატრანსფერო ბაზარზე ასობით მილიონ ევროს დახარჯავდა და ვარსკვლავურ შემადგენლობას შეკრებდა.

მართალია, "რომა" ჩრდილში არაა, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ფეხბურთელს არ უშვებს ხელიდან.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას გამოეხმაურა და ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ხარისხზე გავაკეთეთ არჩევანი და არა რაოდენობაზე. ასე რომ, "რომა" მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებს დაიმატებს. მატია დესტრო თავდასხმას საგრძნობლად გააძლიერებს. ამ რგოლში გასულ სეზონში თითქოს არ გვიჭირდა, მაგრამ საგოლე
მომენტების რეალიზების მხრივ რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, ესეც ფაქტია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთი კარგი, გამტანი ფორვარდი დაგვაკლდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში მსგავსი პრობლემა აღარ შეგვექმნება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გავაკეთებთ, რადგან ნახევარდაცვით ზდენეკ ზემანი მთლიანობაში მაინც კმაყოფილია. ჩეხ სპეციალისტს დიდი სურვილი აქვს, რომ ერთი ცენტრალური და ერთი მარჯვენა მცველი დავიმატოთ, რათა ყველა პოზიციაზე კონკურენცია შეიქმნას.

უკვე მონიშნული გვაქვს რამდენიმე ფეხბურთელის გვარი და უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება.

ფეხბურთელთა გვარების დასახელებისგან ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ, თუმცა დიდხანს მაინც არაფერი დაიმალება. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ყველა ტურნირზე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ "ჯალოროსის" ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული