სერჯო ფლოკარის უდინეური ვარიანტი

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერჯო ფლოკარი "ლაციოს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს. დაინიშნა თუ არა "ბიანკოჩელესტეს" მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ პეტკოვიჩი, პირველი, რაც გააკეთა, შავი სიის შედგენა გახლდათ, რომელშიც ფლოკარის გვარიც შევიდა.

ერთი სიტყვით, იტალიელი ფორვარდი ტრანსფერზე დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მისი გადაბირების სურვილი ოფიციალურად უკვე ოთხმა გუნდმა დააფიქსირა: "პარმამ", "ბოლონიამ", "ფიორენტინამ" და "უდინეზემ".

აქვე ვთქვათ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ფლოკარი სწორედ "პარმაში" ასპარეზობდა იჯარის წესით და მიუხედავად იმისა, რომ ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავს, მისი გამოსყიდვა ემილიელებს მაინც
სურთ...

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ყველაზე მეტად უდინელები აქტიურობენ და ფეხბურთელთან საქმიანი შეხვედრის გამართვაც მოახერხეს. სერჯო კმაყოფილი დარჩენილა შეთავაზებული პირობებით და მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოუთხოვია.

მეორე საკითხია, მოახერხებენ თუ არა ფრიულელები რომაული გუნდის მესვეურებთან შეთანხმებას - გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქელები ფლოკარის მოშორებაზე არიან, წესით, მასში დიდი თანხა არ უნდა მოითხოვონ.

კულუარული ინფორმაციით, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომაელები 30 წლის ფორვარდს დაუფიქრებლად გაასხვისებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული