"სამპდორია" სერია A-ს დაკლებული ქულით დაიწყებს

AutoSharing Option
იტალიური ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა "სამპდორიასა" და "ბარის" დასჯასთან დაკავშირებით გამომძიებლების რეკომენდაციები მიიღო.

აღნიშნული გუნდები გარიგებული მატჩების საქმესთან არიან დაკავშირებულნი.

გამომდინარე აქედან, სერია A-ში ახალ სეზონს "სამპდორია" მინუს ერთი ქულით დაიწყებს და ასევე, ჯარიმას გადაიხდის, რომელიც 30 ათას ევროს შეადგენს.

რაც შეეხება "ბარის", გუნდი სერია B-ში ასპარეზობას მინუს ხუთი ქულით დაიწყებს. გარდა ამისა, "ბარი" ჯარიმის სახით 80 ათას ევროსაც გადაიხდის.

მომზადებულია ANSA-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული