აღნიშნული გუნდები გარიგებული მატჩების საქმესთან არიან დაკავშირებულნი.
გამომდინარე აქედან, სერია A-ში ახალ სეზონს "სამპდორია" მინუს ერთი ქულით დაიწყებს და ასევე, ჯარიმას გადაიხდის, რომელიც 30 ათას ევროს შეადგენს.
რაც შეეხება "ბარის", გუნდი სერია B-ში ასპარეზობას მინუს ხუთი ქულით დაიწყებს. გარდა ამისა, "ბარი" ჯარიმის სახით 80 ათას ევროსაც გადაიხდის.
მომზადებულია ANSA-ს მიხედვით