მასიმილიანო ალეგრი: ახალი სეზონის ფავორიტი ტურინის "იუვენტუსია"

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში სკუდეტოს მთავარი პრეტენდენტი ტურინის "იუვენტუსი" იქნება. "ბებერი ქალბატონი" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

"იუვენტუსმა" რამდენიმე კარგი ტრანსფერი განახორციელა და ეს კლუბი იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის ფავორიტია. თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი.

გასულ სეზონში ყველა ფიქრობდა, რომ სკუდეტოსთვის დუელი "ინტერს" და "მილანს" შორის გაიმართებოდა. ჩემპიონი კი საბოლოოდ "იუვენტუსი" გახდა, რომელსაც, ამასთან, სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ წაუგია", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული