სლოვენიელი მცველ ვერონულ კლუბში 2010 წლის ზამთარში გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
"პალერმომ" გასულ კვირას ფედერიკო ბალძარეტი "რომას" მიჰყიდა და იოკიჩი დაცვის მარცხენა ფლანგზე იტალიელის შემცვლელად ჰყავს დაგულებული.
გარიგების ნაწილად სიცილიელები "კიევოს" თავიანთ ნახევარმცველებს - იასმინ კურტიჩს და ფრანკო ვასკესს სთავაზობენ.
"კიევომდე" იოკიჩი "სოშოს" და "ნოვა გორიცას" ღირსებას იცავდა. მის ანგარიშზე სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში 54 მატჩი და 1 გატანილი გოლია.