ვესლი სნეიდერი: მინდა, მილანის "ინტერში" დავრჩე და ტიტულები მოვიგო

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ვარსკვლავი ვესლი სნეიდერი "ნერაძურის" დატოვებას არ აპირებს.

ბოლო ხანს ბევრი გამოცემა აქტიურად წერდა, რომ სნეიდერი მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდოდა. თავად მოთამაშემ კი განაცხადა, რომ "ინტერში" დარჩენა სურს.

"დიდი სურვილი მაქვს, გამარჯვებები სწორედ "ინტერთან" ერთად მოვიპოვო. "ინტერი" დიდი გუნდია. ასე რომ, მის მწვერვალზე აყვანას ერთად შევეცდებით.

სხვა შემოთავაზებები? რა თქმა უნდა, ფულიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც ფულით ვერ იყიდი.

მინდა, აქ დავრჩე და ტიტულები მოვიგო. მესმის, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ინტერში" თავს კომფორტულად ვგრძნობ", - განაცხადა
ნახევარმცველმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული