მარჩელო ლიპი: ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია ტურინის "იუვენტუსის" თამაშზე უარყოფითად არ იმოქმედებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ გამოთქვა აზრი.

შეგახსენებთ, რომ თუ კონტე თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს, 15 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აი, რას ფიქრობს ამაზე მარჩელო ლიპი.

"ანტონიოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ის ძალიან სერიოზული ადამიანია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენდა.

აისახება თუ არა ეს დისკვალიფიკაცია გუნდის თამაშზე? ალბათ, არა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის სათადარიგოთა სკამზე გუნდს დააკლდება, ის ხომ თავისი თანდასწრებით გუნდს მუდმივად მუხტავს.

"იუვენტუსი" სკუდეტოს მთავარი პრეტენდენტი იქნება.
ახლა იტალიური გუნდები იმდენად ძლიერები არ არიან: "ნაპოლი" მხოლოდ ახლა გადის ზრდის პროცესს, "ინტერში" კი თაობათა ცვლა მიმდინარეობს", - მიიჩნევს "გუანჩჟოუ ევერგრანდის" თავკაცი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული