ანტონიო კონტეს ათთვიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან, ლეონარდო ბონუჩის და სიმონე პეპეს გაამართლებენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციის დამალვაში იყო ბრალდებული, ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას მიიღებს.

არსებული ცნობების თანახმად, კონტეს ფეხბურთს 10 თვით - 2013 წლის 9 ივნისამდე ჩამოაშორებენ. ასე რომ, კონტეს დისკვალიფიკაციის ვადა ხუთი თვით ნაკლები იქნება იმ ვადაზე, რომელიც პროკურორმა სტეფანო პალაციმ მოითხოვა.

ამავე დროს, გარიგებული მატჩების ორგანიზებაში ბრალდებული "იუვენტუსის" მცველი და ნახევარმცველი ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე გამართლებულნი იქნებიან, მიუხედავად ანდრეა მაზიელოს ჩვენებისა "ბარისა" და "უდინეზეს" შორის 2010 წელს გამართული მატჩის შესახებ.

ასევე იხილეთ:
მარჩელო ლიპი:
ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია ტურინის "იუვენტუსის" თამაშზე უარყოფითად არ იმოქმედებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული