სავარაუდოდ, მილანური კლუბი ამ თანხის უმეტეს ნაწილს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დახარჯავს.
შეგახსენებთ, რომ "ინტერს" პსჟ-ის ნახევარმცველ ნენეს გადაბირება სურს. ასევე იყო ცნობა, რომ იტალიელებს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის, არიენ რობენის შეძენაც უნდათ.
ამათ გარდა, "ნერაძური" ლუკას სილვასაც აკვირდება, რომელიც "სან-პაულუს" ღირსებას იცავს.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით