კლაუდიო მარკიზიო: ტურინის "იუვენტუსში" ათნომრიანი მაისურით თამაში არ დამიმსახურებია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ კლუბში მეათე ნომრით თამაშს არ აპირებს, რომლითაც კლუბის ლეგენდარული თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო თამაშობდა.

"ალეს წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. ამას მაშინ მივხვდით, როდესაც ჩინელი გულშემატკივრების ჯგუფმა მისი გვარის სკანდირება წამოიწყო.

თავის დროზე მეათე ნომრით თამაშზე ვოცნებობდი, რადგან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. ასაკის მატებასთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრისკენ გადავინაცვლე და ბაჯოს, პლატინის ან დელ პიეროსნაირად თამაში შევწყვიტე.

"იუვენტუსის" ათნომრიანი მაისურით თამაშს თუნდაც იმიტომ არ ვიმსახურებ, რომ შეხვედრის ბედის ერთი დარტყმით გადაწყვეტა არ შემიძლია, ისე, როგორც ეს
დელ პიეროს შეეძლო", - განაცხადა მარკიზიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული