რა თქმა უნდა, იტალიური გუნდის თავკაცმა იხუმრა და აღნიშნა, რომ კლუბი თავდამსხმელის ძიებაშია, რომელიც დიეგო მილიტოს გაუწევს კონკურენციას. თავად სტრამაჩონი კი არგენტინელს ბოლომდე მიენდობა.
"მილიტოს დუბლიორი? არ არსებობს მეორე ისეთი ცენტრფორვარდი, რომელმაც თავისი საქმე ისე კარგად იცოდეს, როგორც ეს დიეგომ იცის.
ასეთი ფორვარდის მოძიება რთული იქნება. შესაძლოა, მესიმ ან რონალდომ შეძლონ მილიტოს შეცვლა", -
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ინტერი" დიეგო ფორლანმა, ლიუკ კასტანიოსიმ და მაურო სარატემ დატოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"