ვალტერ მაძარი: ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია ტურინის "იუვენტუსზე" ცუდად არ იმოქმედებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსთან" დაპირისპირების წინ "ბებერ ქალბატონზე" აზრი გამოთქვა.

"იუვენტუსს" უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავს. ამასთან, ეს გუნდი ერთი ორგანიზმივით მოქმედებს.

არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომ კონტე სათადარიგოთა სკამზე არ იქნება. თუ მწვრთნელი კვირის მანძილზე კარგად მუშაობს, შეუძლია, თამაშის დროს სათადარიგოთა სკამზე არც იჯდეს. ასეთი რამ არაერთხელ შემმთხვევია, როდესაც მაძევებდნენ", - თქვა მაძარიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული