"ტიტულები გვწყურია. ამჟამად კი ჩვენი ამოცანა სუპერთასის მოგებაა, რითაც ანტონიო კონტეს მხარს დავუჭერთ.
გარდა ამისა, იტალიის თასის ფინალში წაგების გამო "ნაპოლისთან" რევანში გვაქვს ასაღები.
რაც შემეხება მე, კარგ ფორმაში ვარ. ბოლო კვირის განმავლობაში გიჟივით ვვარჯიშობდი", - თქვა ვუჩინიჩმა.
მირკომ ასევე ერთმანეთს ჯოვინკო და დელ პიერო შეადარა.
"ჯოვინკო ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ის ძალიან მაგონებს დელ პიეროს. რა თქმა უნდა, ალესანდრო უნიკალურია, მაგრამ ჯოვინკო მას
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასი 11 აგვისტოს გაიმართება.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით