ტურინის "იუვენტუსმა" ანტონიო კონტეს სრული ნდობა გამოუცხადა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ "ბიანკონერის" თავკაცი ფეხბურთს 10 თვით, მისი თანაშემწე ანჯელო ალესიო კი 8 თვით ჩამოაშორეს.

დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების გახმაურებისთანავე, "ბებერი ქალბატონის" ოფიციალურ საიტზე კლუბის ხელმძღვანელობის განცხადება გამოქვეყნდა.

"საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსი" ორი ფეხბურთელის, ლეანდრო ბონუჩის და სიმონე პეპეს გამართლებას მიესალმება. ასევე, კიდევ ერთხელ უდასტურებს სრულ ნდობას მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს და ანჯელო ალესიოს".

20 აგვისტოს კონტე და ალესიო ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ეს იტალიის სამართლებრივი სისტემის შემდეგი ნაბიჯია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული