ადრიანო გალიანიმ მასიმილიანო ალეგრის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის დაბადებისდღე მიულოცა და მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ გაკრიტიკებისათვის ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ "რეალთან" 5:1 დაამრცხების შემდეგ გალიანიმ დამარცხებაში ალეგრი დაადანაშაულა. გალიანიმ მწვრთნელი მატჩში განხორციელებული ბევრი ცვლილების გამო გააკრიტიკა.

"როდესაც "რეალის" წინააღმდეგ თამაშობთ, არ უნდა იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ამხანაგური მატჩია", - განაცხადა გალიანიმ.

ვიცე-პრეზიდენტი 9 ცვლილებით იყო განრისხებული, რომელიც მწვრთნელმა შეხვედრის მსვლელობისას განახორციელა. მაშინ როდესაც მოურინიმ 11 ფეხბურთელი შეცვალა.

ბრალდების შემდეგ გალიანიმ, ალეგრის რომ შერიგებოდა, ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა - 11 აგვისტოს ალეგრის
დაბადებისდღე იყო და კრიტიკის გამო ტელეფონით ბოდიში მოუხადა.

მომზადებულია Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული