ჩეზარე პრანდელი: რატომ არ უნდა ავარჯიშოს ანტონიო კონტემ ტურინის "იუვენტუსი"?

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი "რომას" ჩეხი თავკაცის, ზდენეკ ზემანის აზრს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ არ უნდა ავარჯიშოს ანტონიო კონტემ "იუვენტუსი".

ზემანის განცხადებით, კონტე უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. მისი აზრით, მომდევნო 10 თვის განმავლობაში ტურინელთა დამრიგებელს ფეხბურთელების ვარჯიშის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს.

"არ მესმის, რატომ არ უნდა ჰქონდეს კონტეს ფეხბურთელების ვარჯიშის საშუალება. ათთვიანი დისკვალიფიკაცია ხომ უკვე მძიმე სასჯელია" - განაცხადა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული