აურელიო დე ლაურენტისი: მსაჯებმა "ნაპოლის" ტიტული წაართვეს

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასის პაექრობაში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" სძლია და მორიგი ტიტული მოიპოვა, თუმცა ეს მატჩი მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე განვითარებული მოვლენებით არ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში...

ნეაპოლელებმა დაჯილდოების ცერემონია ბოიკოტის ნიშნად გამოტოვეს და არც ვერცხლის მედლები მიუღიათ.

საქმე იმაშია, რომ სამხრეთელები მსაჯობით დარჩნენ უკმაყოფილონი და დღემდე თვლიან, რომ ტიტული მათ სწორედ არბიტრებმა წაართვეს.

ორი დღის განმავლობაში ნეაპოლელები არც მასმედიასთან ურთიერთობდნენ, თუმცა გუშინ თვით აურელიო დე ლაურენტისმა ამოიღო ხმა და კომენტარი გააკეთა - მოვუსმინოთ "ნაპოლის" პრეზიდენტს:

"ეს იყო ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი ოდესმე საფეხბურთო
მოედანზე მინახავს - მსაჯებმა ტიტული წაგვართვეს და "იუვენტუსს" დაუმსახურებლად მიართვეს.

კიდევ ერთხელ გავხდით უსამართლობის მსხვერპლნ
ი და როგორც ჩანს, ვიღაცას ეს ძალიან სიამოვნებს. იცით, რა გავაკეთე თამაშის შემდეგ? - შევკრიბე მთელი გუნდი და გასართობ კლუბში წავიყვანე, სადაც შამპანური მივირთვით და მორალური გამარჯვება აღვნიშნეთ.

გარდა ამისა, თითოეულ ფეხბურთელს 20 ათასი ევრო პრემია გამოვუწერე, რადგან "იუვენტუსი" ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.

მეტოქეზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ და თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგ სიმართლით იარე შენ და მიხვალ სკუდეტომდე შე ახვარო
forzajuve
14:31 14-08-2012
0
თამაში არ მინახავს მარა იუვენტუსს მაგრად აზლევენ ერთ ადგილს მსაჯები - მაგაში ნუ შემეკამათებით
chala
14:52 14-08-2012
0

სიახლეები პოპულარული