ჯანლუიჯი ბუფონს ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს 2014 წლამდე გაუფორმებენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება "ბებერ ქალბატონში" სურს, კლუბთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. მეკარეს მოქმედი კონტრაქტი 2013 წლის ივნისში უსრულდება.

ტურინელთა ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების 34 წლის მეკარეს ახალი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს, ვადით 2014 წლის ივნისამდე.

ამას გარდა, ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პუნქტი, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წლიდან თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული