ტურინელთა ხელმძღვანელობა იტალიის ნაკრების 34 წლის მეკარეს ახალი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს, ვადით 2014 წლის ივნისამდე.
ამას გარდა, ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პუნქტი, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვენტუსში" 2001 წლიდან თამაშობს.