ფერნანდო ლორენტემ ტურინის "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

საუბარია ოთხწლიან კონტრაქტზე სეზონში 3.5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ახლა ტურინელებს ესპანურ კლუბთან ტრანსფერის თანხაზე მოლაპარაკებაღა რჩებათ. ბასკები 27 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 36 მილიონ ევროს ითხოვენ.

თუმცა, ვარაუდობენ, რომ ფორვარდი იტალიელებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, რადგან მომავალ სეზონში მას "ატლეტიკის" უფასოდ დატოვება შეეძლება.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული