ადრიან მუტუმ შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს

AutoSharing Option
"ჩეზენას" თავდამსხმელმა ადრიან მუტუმ, რომელმაც გასულ სეზონში სერია A დატოვა, შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.

"აიაჩოს" პრეზიდენტ ალენ ორსინის თქმით, მან 33 წლის რუმინელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე უკვე მიაღწია შეთანხმებას.

ახლა კორსიკულ კლუბს მხოლოდ "ჩეზენასთან" საერთო ენის გამონახვა რჩება, რომელსაც თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გაყიდვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ფორვარდის "ჯენოაში" გადასვლა ჩაიშალა.

გასულ სეზონში მუტუმ "ჩეზენას" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

მომზადებულია RMCsport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული