ანტონიო კასანომ შესაძლოა "მილანი" დატოვოს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბი შეიცვალოს.

მიმდინარე კვირაში ფეხბურთელი "როსონერის" ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა თავისი მომავალი განიხილოს.

30 წლის ფეხბურთელი შიშობს, რომ მომავალ სეზონში სათადარიგო შემადგენლობის მოთამაშე გახდება.

არსებობს ინფორმაცია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი იტალიის ვიცე-ჩემპიონმა შესაძლოა "რომას" ფორვარდ მარკო ბორიელოში გაცვალოს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული