მაიკონი ევროპის ლიგის განაცხადშია, ანუ "ინტერში" რჩება?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ დუგლას მაიკონი ისე ახლოსაა მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, როგორც არასდროს... თუმცა, როგორც ჩანს, ამ ზაფხულსაც ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ყოველთვის და 31 წლის მცველი "ინტერში" გააგრძელებს კარიერას.

ამაზე ის ფაქტი მოწმობს, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ დუგლასი ევროპის ლიგის განაცხადში შეიყვანა; შეგახსენებთ, რომ მილანური გრანდი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს რუმინულ "ვასლუასთან" გამართავს.

ერთი სიტყვით, მაიკონის "ინტერში" დარჩენა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი მას უკვე "რეალის" ფეხბურთელად მიიჩნევ
და. იყო საუბრები დუგლასის ფრანგულ პსჟ-სა და რუსულ "ანჟიში" გადაბარგების შესახებაც, თუმცა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჭორებად დარჩა - "ინტერის" სპორტული დირექტორის, მარკო ბრანკას სიტყვები ამის ნათელი დადასტურებაა:

"მაიკონთან დაკავშირებით თვით მასიმო მორატიმ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თუ ვინმეს ბრაზილიელი მცველის გადაბირება სურს, რვა მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

აქამდე დუგლასის მსურველი არავინ გამოჩენილა და შესაბამისად, მის შესაძლო გასხვისებაზე საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

მაიკონი "ინტერის" ფეხბურთელია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაბამისად, ევროპის ლიგის განაცხადშიც მოხვდა - ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული