"წაგება ყოველთვის ცუდია, თუნდაც მატჩი ამხანაგური იყოს, მაგრამ ამ შეხვედრაში დადებითი მომენტებიც დავინახე. რეზერვი საქმეში გამოვცადე, ინგლისთან მატჩი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სასარგებლო გამოცდა გამოდგა.
რა თქმა უნდა, გამოცდილ მოთამაშეებს კვლავ დავეყრდნობი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მუშაობა მომავლის პერსპექტივებსაც უნდა ითვალისწინებდეს", - თქვა პრანდელიმ.