ჩეზარე პრანდელი: ინგლისთან შეხვედრა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სასარგებლო გამოცდა იყო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ინგლისის ნაკრებთან (1:2) მისი გუნდის დამარცხების შემდეგ იმედგაცრუებული არ ჩანდა.

"წაგება ყოველთვის ცუდია, თუნდაც მატჩი ამხანაგური იყოს, მაგრამ ამ შეხვედრაში დადებითი მომენტებიც დავინახე. რეზერვი საქმეში გამოვცადე, ინგლისთან მატჩი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სასარგებლო გამოცდა გამოდგა.

რა თქმა უნდა, გამოცდილ მოთამაშეებს კვლავ დავეყრდნობი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მუშაობა მომავლის პერსპექტივებსაც უნდა ითვალისწინებდეს", - თქვა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული