სტევან იოვეტიჩი: შეიძლება "ფიორენტინა" დავტოვო

AutoSharing Option
სტევან იოვეტიჩის "ფიორენტინადან" შესაძლო აბარგების შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა.

თავად ფეხბურთელი აქამდე დუმილს ამჯობინებდა და პრესასთან გამოჩენას ერიდებოდა. 15 აგვისტოს კი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"თუ ჩემს სანაცვლოდ რომელიმე გუნდი სოლიდურ თანხას გადაიხდის, არ არის გამორიცხული, რომ "ფიორენტინა" დავტოვო. მიზეზი მარტივია - "ვიოლას" ფული სჭირდება და ამის შესახებ ანდრეა დელა ვალესთან საუბარში შევიტყვე.

პრეზიდენტს არ სურს ჩემი გასხვისება, მაგრამ აშკარაა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით
არავის მოუმართავს, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემით ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებულნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული