"მილანმა" თვალი ჯამპაოლო პაცინის დაადგა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ჯამპაოლო პაცინიმ შესაძლოა კარიერა "მილანში" გააგრძელოს.

"ნერაძურის" სამწვრთნელო შტაბმა 27 წლის თავდამსხმელის გუნდში ყოლაზე უარი განაცხადა და ტრანსფერზე დააყენა.

ფეხბურთელის შეძენის მსურველები ბევრნი არიან. ადრე პაცინის შეძენა "ვერდერს" და მოსკოვის "ლოკომოტივს" სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა ამ წინადადებებზე უარი თქვა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ახლა ფორვარდის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მილანია", რომლის ხელმძღვანელობაც უახლოეს ხანში მოთამაშისთვის ოფიციალური წინადადების შეთავაზებას გეგმავს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული