"ნერაძურის" სამწვრთნელო შტაბმა 27 წლის თავდამსხმელის გუნდში ყოლაზე უარი განაცხადა და ტრანსფერზე დააყენა.
ფეხბურთელის შეძენის მსურველები ბევრნი არიან. ადრე პაცინის შეძენა "ვერდერს" და მოსკოვის "ლოკომოტივს" სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა ამ წინადადებებზე უარი თქვა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ახლა ფორვარდის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მილანია", რომლის ხელმძღვანელობაც უახლოეს ხანში მოთამაშისთვის ოფიციალური წინადადების შეთავაზებას გეგმავს.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით