ვალერი ბოჟინოვი იტალიას ვერ ელევა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან ვალერი ბოჟინოვი "ტორინოს" ღირსებას დაიცავს.

იტალიური ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი ბულგარელი ფორვარდი ამჟამად ლისაბონის "სპორტინგის" საკუთრებაა, თუმცა პორტუგალიაში დარჩენას არ აპირებს და გული ისევ აპენინებისკენ მიუწევს.

შესაბამისად, "ტორინოს" ინტერესი მისთვის დიდი საჩუქარი გამოდგა - მოუსმინეთ ვალერის და ამაში თქვენც დარწმუნდებით:

"ყველაზე უკეთ თავს მაინც იტალიაში ვგრძნობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა სერია A-ში გავაგრძელო.

"ტორინოს" ჩემი იჯარით აყვანა სურს და როგორც ვიცი, მოლაპარაკების პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული.
შეთანხმებამდე ბევრი აღარაფერი დარჩა და ეს ძალიან მახარებს.

"გრანატა" ამბიციური გუნდია, დიდი მიზნებით და ბედნიერი ვიქნები თუ ერთი წლის თავზე, კლუბთან ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გავაფორმებ".

აქვე ვთქვათ, რომ ვალერი ბოჟინოვი 26 წლისაა და უკვე არაერთ იტალიურ გუნდში უთამაშია - მისი პირველი აპენინური გუნდი "ლეჩე" იყო, სადაც გასულ სეზონშიც ასპარეზობდა; გარდა ამისა, "პარმას", "ფიორენტინას" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

იყო პერიოდი, როდესაც ბულგარელს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული