"ლიდერების დაკარგვის მიუხედავად, კონკურენტუნარიან გუნდად ვრჩებით. სილვას და იბრაჰიმოვიჩის არყოფნას უკვე შევეჩვიეთ. ვფიქრობ, იტალიის სამ უძლიერეს გუნდს შორის მოსახვედრად ვიბრძოლებთ.
ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია". ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ დროისთვის "ბებერი ქალბატონი" თავის კონკურენტებს "ინტერის", "ნაპოლის", "რომას" და რა თქმა უნდა, "მილანის" სახით, ბევრად სჯობს", - თქვა ალეგრიმ.