ტურინის "იუვენტუსმა" ლუიჯი ბერლუსკონის თასზე "მილანი" დაამარცხა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" "მილანი" 3:2 დაამარცხა და ლუიჯი ბერლუსკონის თასი მოიპოვა.

უკვე შეხვედრის მე-12 წუთისათვის გუნდებმა გოლების გაცვლა მოასწრეს. მე-9 წუთზე ზუსტი დარტყმა რობინიომ შეასრულა, "ბებერმა ქალბატონმა" კი მარკიზიოს გოლით უპასუხა.

42-ე წუთზე ვიდალმა ტურინული გუნდი წინ გაიყვანა და შესვენებაზე იტალიის ჩემპიონი ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

64-ე წუთზე მატრის გოლმა მატჩში ინტრიგა, პრაქტიკულად, მოკლა, თუმცა "იუვენტუსის" დაცვის შეცდომამ შეხვედრის დასასრულს "მილანს" პენალტის შესრულების უფლება მიანიჭა. თერთმეტმეტრიანი რობინიომ დამაჯერებლად შეასრულა და დუბლიც გაიფორმა.

ბერლუსკონის თასი
"მილანი"- "იუვენტუსი" 2:3
გოლი: რობინიო, 9 (1:0); მარკიზიო,
12 (1:1); ვიდალი, 42 (1:2); მატრი, 64 (1:3); რობინიო, 77 (2:3, პენ).
გაფრთხილება: იეპესი, 65 - ვიდალი, 13; მაზი, 77.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული