იგნაციო აბატეს თამაში გენუის "სამპდორიასთან" შეხვედრაში საეჭვოა

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა იგნაციო აბატემ შესაძლოა სერია A-ს პირველი ტურის მატჩი გენუის "სამპდორიასთან" გამოტოვოს.

ამის მიზეზი 19 აგვისტოს ბერლუსკონის თასზე ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმაა. 50-ე წუთზე აბატემ კოჭლობა დაიწყო და შესაცვლელი გახდა.

21 აგვისტოს ფეხბურთელი კოჭის სკანირებას გაიკეთებს, რის შემდეგაც ტრავმის სერიოზულობის ხარისხი გაირკვევა და ისიც, ითამაშებს თუ არა გენუელებთან მატჩში.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული