შეგახსენებთ, რომ სპეციალისტი "სიენას" მწვრთნელობისას გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ სცნეს.
"დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებამ ძალიან დამამწუხრა. ბრალდებები უსაფუძვლოა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გაგებით მომეკიდება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. სამართლიანობა უნდა აღდგეს.
სინდისი სუფთა მაქვს და არ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ხალხზე, რომლებიც ჩირქს მცხებენ. არაკანონიერი არაფერი ჩამიდენია და დასასჯელი არ ვარ", - განაცხადა კონტემ.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით