ანტონიო კონტეს გამართლება სწყურია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ ათთვიანი დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტი "სიენას" მწვრთნელობისას გარიგებული მატჩების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ სცნეს.

"დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებამ ძალიან დამამწუხრა. ბრალდებები უსაფუძვლოა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გაგებით მომეკიდება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. სამართლიანობა უნდა აღდგეს.

სინდისი სუფთა მაქვს და არ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ხალხზე, რომლებიც ჩირქს მცხებენ. არაკანონიერი არაფერი ჩამიდენია და დასასჯელი არ ვარ", - განაცხადა კონტემ.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული