მასიმო მორატი: ვის არ უნდა, გუნდში ანტონიო კასანო ჰყავდეს?!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი "მილანთან" გარიგებით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს "ინტერმა" და "მილანმა" ჯამპაოლო პაცინისა და ანტონიო კასანოს გაცვლის შესახებ განაცხადეს.

"ჯერ კიდევ ხელმოსაწერია გარკვეული დოკუმენტები, სანამ ტრანსფერზე ვისაუბრებთ, როგორც შემდგარ მოვლენაზე, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ.

როდესაც კასანოს შეძენის შანსი გაგვიჩნდა, მაშინვე ჩავერთვეთ მოლაპარაკებებში. ვის არ უნდა, კლუბში ასეთი მოთამაშე ჰყავდეს?!" - თქვა მორატიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული