დანიელე დე როსი "რომაში" რჩება

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ რომაელი გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ იტალიის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად "მანჩესტერ სიტის" მხრიდან დაინტერესებისა.

"მე ეს კლუბი და მისი გულშემატკივრები მიყვარს და ჩვენი მიზნების მწამს. წასვლა არ მსურს.

ჩემი მომავლის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ კლუბიდან გაშვება არასდროს მითხოვია"
, - განაცხადა დე როსიმ იტალიურ პრესაში.

შეგახსენებთ, რომ ადრინდელი ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონი იტალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელში "რომას" 30 მილიონ ევროს უხდიდა.

თავად დე როსიმ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე
ჯერ კიდევ თებერვალში გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული