ადრიანო მზადაა, "ფლამენგოს" ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი, 30 წლის ბრაზილიელი ადრიანო მძიმე ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოკეთდა და მზადაა, "ფლამენგოში" გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მოედანზე 2011 წლის 22 ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა და ზედმეტი წონა აწუხებს.

"მადლობა ღმერთს, ახლა მწყობრში ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. "ფლამენგო" ჩემი მეორე სახლია. მოხარული ვიქნები, თუ ამ კლუბში ვითამაშებ", - თქვა ადრიანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული