ტურინის "იუვენტუსი" 22 აგვისტოს ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას გამართავს

AutoSharing Option
22 აგვისტოს ტურინის "იუვენტუსსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერის თაობაზე ახალი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.

ბილბაოს "ატლეტიკმა" სატრანსფერო თანხა შეამცირა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა, ტურინელთა გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კი დღემდე 18 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა. ასევე გარკვეული ბონუსის დამატებასაც აპირებდა.

ლორენტეს აგენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მის კლიენტს ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩევნია.

მომზადებულია Tuttomercatoweb.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული