ანტონიო კონტეს აპელაცია უარყოფილია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იძულებულია, 2012/13 წლების სეზონი გამოტოვოს.

აპელაცია 10-თვიანი დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ, რომელიც იტალიელმა სპეციალისტმა გარიგებული მატჩების ორგანიზების საქმეში მონაწილეობის გამო მიიღო, უარყოფილია.

გამომდინარე აქედან, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კონტე ფეხბურთისგან სეზონის ბოლომდე მოკვეთა.

გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ლეონარდო ბონუჩი და სიმონე პეპე გაამართლეს, რომელთა გვარები გარიგებული მატჩების სკანდალში ფიგურირებდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული