"რომამ" სან პაულოს "კორინთიანსის" მცველი მარკინიოსი იჯარით აიყვანა

AutoSharing Option
იტალიურმა "რომამ" ბრაზილიური "კორინთიანსის" მცველის, მარკინიოსის იჯარით, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით აყვანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ამასთან, 18 წლის მოთამაშის გამოსყიდვის უფლებას რომაული კლუბი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მარკინიოსი ძირითად შემადგენლობაში 8 მატჩს ჩაატარებს.

გარიგება ჯერ კიდევ წინა კვირაში განხორციელდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 21 აგვისტოს განაცხადეს. ფეხბურთელის იჯარაში იტალიურმა კლუბმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი გამოსყიდვა კი 3 მილიონ ევროდ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მარკინიოსი ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული