ამასთან, 18 წლის მოთამაშის გამოსყიდვის უფლებას რომაული კლუბი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მარკინიოსი ძირითად შემადგენლობაში 8 მატჩს ჩაატარებს.
გარიგება ჯერ კიდევ წინა კვირაში განხორციელდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 21 აგვისტოს განაცხადეს. ფეხბურთელის იჯარაში იტალიურმა კლუბმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი გამოსყიდვა კი 3 მილიონ ევროდ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მარკინიოსი ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა.