ალეშანდრო პატო სამი კვირით იუქმებს

AutoSharing Option
"მილანის" 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრო პატო იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

"როსონერის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიშავა. წინასწარი მონაცემებით, ფორვარდს დაახლოებით სამი კვირის გამოტოვება მოუხდება.

უახლოეს ხანში პატო დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონშიც პატო კუნთების ხშირმა ტრავმებმა დატანჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული