ჯანლუიჯი ბუფონი "პარმასთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავის გუნდს "პარმასთან" იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ვერ დაეხმარება.

ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაშავებული. სწორედ ამ პრობლემის გამო გამოტოვა იტალიის ნაკრების მეკარემ "მილანთან" შეხვედრა ბერლუსკონის თასზე.

იუწყებიან, რომ ბუფონის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, ფეხბურთელის ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს, რათა ტრავმა არ გამწვავდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული