ჯენარო გატუზო: ანტონიო კასანოს "მილანიდან" წასვლა აბსოლუტურად ყველასთვის სასარგებლოა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ აღნიშნა, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას პსჟ-ისთვის მიყიდვის შესახებ მთელი იტალიური ფეხბურთის სერიოზული დარტყმაა.

"იმის მტკიცებაც კი სასაცილოა, რომ იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას წასვლამ არა მხოლოდ "მილანი", არამედ მთელი იტალიური ფეხბურთი დააზარალა", - აცხადებს გატუზო.

34 წლის ჰავბეკი, რომელიც ამჟამად შვეიცარიის "სიონში" გამოდის, ანტონიო კასანოს "ინტერში" გადასვლას გაგებით მოეკიდა.

"მილანში დარჩენა მისთვის ნამდვილი წამება იქნებოდა. ამიტომ მისი წასვლა ყველასთვის სასარგებლოა.

ვფიქრობ, ჩემი "მილანში" ყოფნის შემთხვევაშიც ანტონიო კლუბს დატოვებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან
მკაფიოდ განაცხადა, რომ "მილანი" მისთვის სახლი აღარ იყო.

სწორედ გასახდელში შექმნილი მეგობრული ატმოსფეროა ნებისმიერი გუნდის წარმატების საწინდარი. როდესაც მივხვდი, რომ მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა აღარ შემეძლო, კლუბიდან წასვლა გადავწყვიტე", - განაცხადა გატუზომ.

მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული