"მილანმა" მბეი ნიანგი შეიძინა

AutoSharing Option
საფრანგეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე "კანის" თავდამსხმელი მბეი ნიანგი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

17 წლის ფრანგმა მილანური კლუბის წინადადება "ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" შემოთავაზებებს არჩია.

გასულ სეზონში ნიანგმა "კანის" ძირითად შემადგენლობაში 23 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნიანგს სენეგალის ნაკრებში იძახებდნენ, საიდანაც მისი მშობლები არიან წარმოშობით, მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი თქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული