გენუის "სამპდორიამ" დანიის ნაკრების მარცხენა მცველი სიმონ პოულსენი შეიძინა

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ალკმაარის" და დანიის ნაკრების მარცხენა მცველი სიმონ პოულსენი კარიერას იტალიურ "სამპდორიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ 26 აგვისტოს გენუური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. ტრანსფერი და ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები არ არის ცნობილი. პოულსენი უკვე შეყვანილია "სამპდრორიას" სერია A-ს მიმდინარე სეზონის განაცხადში.

"ალკმაარში" დანიელი 2008 წლიდან გამოდიოდა, 2009 წელს კი ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე პოულსენმა დანიის ნაკრების სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული